საჯარო სკოლებში ახალი ცვლილება ამოქმედდება
1742204550
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივნის, კრის რაითის თქმით, ამერიკის ეკონომიკას ზიანი „დიფ სთეითმა“ მიაყენა.
რაითი ამბობს, რომ ენერგეტიკის სფეროში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაცემულ აღმასრულებელ ბრძანებებს კანონის ფორმაც უნდა მიეცეს და „დიფ სთეითის“ მავნებლური პრაქტიკა აღმოიფხვრას.
„დროა ენერგეტიკის სექტორშიც დავაბრუნოთ საღი აზრი და ვიფიქროთ ამერიკელი ხალხის ინტერესებზე. კონგრესი უნდა ჩაერთოს. უნდა შევცვალოთ კანონები და ზოგიერთ ბრძანებას მივცეთ სავალდებულო ფორმა. ამერიკის ეკონომიკას რეალურად უდიდესი და დამღუპველი ზიანი მიაყენა „დიფ სთეითმა“. „დიფ სთეითის“ გავლენები ჩვენ ეკონომიკაზე ჯერ კიდევ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დაიწყო და აუცილებელია ამის აღმოფხვრა“, - განაცხადა რაითმა.