დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ძალადაკარგულია

ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ექსპრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ თეთრი სახლის დატოვებამდე გამოცემული შეწყალებები ძალადაკარგულია, რადგან მათზე არათუ პრეზიდენტის უშუალო ხელმოწერა არ არის დატანილი, ჯო ბაიდენს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ამ დოკუმენტებზე.

ტრამპი ირწმუნება, რომ დოკუმენტები ბაიდენის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ ავტომატური ფაქსიმილეთია დამოწმებული.

მისი თქმით, ამის გამო აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დაიწყება.