მძიმე ავარია თბილისში - არის მსხვერპლი
1773405926
სახალისო იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოსმენა კანონსა და საერთაშორისო სამართალზე, ოკუპაციაზე, მიწის გაფართოებასა და მშვიდობიან მოგვარებაზე, – ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ახლო აღმოსავლეთისადმი მიძღვნილ მაღალი დონის მინისტრთა სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლის შემდეგ, თავი შეიკავა, რომ ხმამაღლა არ გაეცინა.
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ სახალისო იყო რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლის მოსმენა კანონსა და საერთაშორისო სამართალზე, ოკუპაციაზე, მიწის გაფართოებასა და მშვიდობიან მოგვარებაზე. უნდა ვაღიარო, თავი შევიკავე, რომ ხმამაღლა არ გამეცინა“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, გაერო-ში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ სიტყვით გამოსვლისას ისრაელს „ოკუპანტი ძალა“ უწოდა, რომელიც უშიშროების საბჭოსა და გაერო-ს რეზოლუციებს არღვევს.