ღაზა სიკვდილისა და სასოწარკვეთის ადგილად იქცა - გაეროს მაღალჩინოსანი

ღაზა

ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარტინ გრიფიტსმა განაცხადა, რომ ღაზის მოსახლეობა სასურსათო დაუცველობის ყველაზე მაღალი დონის წინაშე დგას, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

გაეროს მაღალჩინოსნის თქმით, ღაზა სიკვდილისა და სასოწარკვეთის ადგილად იქცა.

"ღაზა საცხოვრებლად უვარგისი გახდა", - აღნიშნა ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ.

"ჩვენ კვლავ ვითხოვთ ომის დაუყონებლივ შეწყვეტას, არა მხოლოდ ღაზის ხალხისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვის, რომლებიც არასდროს დაივიწყებენ ჯოჯოხეთისა და კაცობრიობის უმთავრეს პრინციპებზე თავდასხმების ამ 90 დღეს. ეს ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო. მაგრამ უკვე დიდი ხანია მისი დასრულების დროა", - განაცხადა მარტინ გრიფიტსმა.