ტაივანში აღმოაჩინეს ადამიანის გადაშენებული სახეობის ნამარხი, რომელიც ბევრ ცნობას გვაწვდის ჩვენს შორეულ ნათესავთა შესახებ

ბო

ტაივანში აღმოჩენილი სრულყოფილი ყბის ძვლის ანალიზები ახალ ცნობებს გვაწვდის დენისოველებისშესახებ — იდუმალი ხალხის, რომელთანაც ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს წინაპრებს. წერს 1TV.ge

ერთ დროს, ჰომო საპიენსი ადამიანის ერთადერთი სახეობა არ იყო, რომელიც დედამიწაზე დააბიჯებდა. მასთან ერთად, პლანეტაზე სახლობდა ჩვენი მრავალი სხვა, დიდი ხნის წინ გადაშენებული ნათესავი; მათი ურთიერთობების ისტორია ჩვენს გენომშია ჩაწერილი.

მათ შორის ყველაზე ცნობილი და კარგად შესწავლილია ნეანდერტალელები. თუმცა, შორს, აღმოსავლეთში სახლობდა მათი ერთი შორეული, პატარა ნათესავი. ესენი იყვნენ დენისოველები, რომელთა შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით, რადგან მათი ნაშთები ძლიერ მწირადაა შემორჩენილი.

ამ დროისათვის დენისოველთა მხოლოდ 15 ნამარხია აღმოჩენილი. ტაივანში მათი ნაშთი პირველად აღმოაჩინეს და ეს გახლავთ აღმოჩენილთა შორის ყველაზე ხელუხლებელი ყბის ძვალი, რომელსაც არქეოლოგებმა პენგჰუ 1 უწოდეს.

დენისოველთა ნაშთები პირველად ციმბირში, დენისოვის მღვიმეში აღმოაჩინეს და სახელიც აქედან უწოდეს. ძვლები ასევე აღმოჩენილია ჩინეთში, ტიბეტის მთიანეთში, ბაიშიას მღვიმეში; ერთი კბილი აღმოჩენილია ლაოსის ერთ-ერთ მღვიმეშიც, მაგრამ ის შეიძლება ნეანდერტალელს ეკუთვნოდეს.

ნაშთების უმეტესობა ან ძვლის ფრაგმენტია, ან კბილები. დენისოველის სრული ჩონჩხი აღმოჩენილი არ არის. გენეტიკური ანალიზები მიუთითებს, რომ ისინი ნეანდერტალელებს რამდენიმე ასეული ათასი წლის წინ გამოეყვნენ, მაგრამ უცნობია აზიაში მათი მიგრაციის და საბოლოოდ გაქრობის დროები.

დენისოვის მღვიმის დანალექთა შრეების დათარიღება მიუთითებს, რომ დენისოველები იქ 300 000 – 50 000 წლის წინანდელ მონაკვეთში ცხოვრობდნენ. ეს არის ყველაზე საუკეთესო ინფორმაცია, რაც მათ შესახებ გვაქვს.

თანამედროვე ადამიანების დნმ-ში არსებული დენისოველების ნარჩენებზე დაყრდნობით ვიცით, რომ სავარაუდოდ, ისინი იმაზე გაცილებით ფართოდ იყვნენ გავრცელებული, ვიდრე მათი ნაშთები მიუთითებს.

ყბის ძვალი პენგჰუ 1 ათი წლის წინ, ტაივანის დასავლეთ სანაპიროდან 25 კილომეტრში აღმოაჩინეს; მისი ამბავი ისეთივე ბუნდოვანია, როგორც იმ დანალექის, რომელშიც ის ათასობით წლის განმავლობაში იმალებოდა.

განაგრძეთ კითხვა