გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

გერმანია

გერმანიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა.

გერმანიაში ვადამდელი არჩევნები კანცლერ ოლაფ შოლცის სამპარტიანი მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ დაინიშნა. ამომრჩევლებისთვის მთავარი საკითხებია: იმიგრაცია, გერმანიის ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებები.

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ და „ქრისტიან სოციალური კავშირის“ ალიანსი, ფრიდრიხ მერცის ლიდერობით, პირველ ადგილზეა 30 პროცენტით. გამოკითხვებით მეორე ადგილზეა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 21 პროცენტით. მმართველი „სოციალ დემოკრატები“, კანცლერ ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით მესამე ადილზე არიან 16 პროცენტით. 13 პროცენტით მეოთხე ადგილს იკავებენ „მწვანეები“ ამჟამინდელი ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის ლიდერობით.

გერმანიაში საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 18:00 საათზე დაიხურება.