VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ოზურგეთში მე-3 დღეა ინტენსიურად თოვს, რის გამოც მერია და ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
ქალაქსა და სოფლებში თოვლისგან იწმინდება ცენტრალური გზები, მიმდინარეობს დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენა, დიალიზის პროგრამაში ჩართული მოქალაქეები გადაჰყავთ კლინიკაში.
როგორც ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამინდი უარესდება და ოზურგეთის მერია ტექნიკისა და შესაბამისი რესურსების მობილიზებას განაგრძობს. ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ უმოკლეს შესაძლებელ დროში მოგვარდეს შექმნილი პრობლემები.
მისივე თქმით, ქალაქსა და სოფლებში იწმინდება მთავარი გზები, იყრება ტექნიკური მარილი და მიღებულია შესაბამისი ზომები, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეჩერდეს. დახმარება გაეწიათ დიალიზზე მყოფ მოქალაქეებს.
პრობლემურ უბნებზე „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ჯგუფები ელექტროენერგიის აღსადგენად ინტენსიურად მუშაობენ. ნაწილობრივ აღდგენილია: დაბა ურეკი, დაბა ნასაკირალი, ლიხაური, ჭანიეთი, ძიმითი, ჯონჭკათი. სრულად აღდგენილია: ქ. ოზურგეთი, სოფ. ოზურგეთი, სოფ. მერია, გურიანთა, შემოქმედი, შრომა, ნაგომარი, ვაკიჯვარი, მთისპირი, ბოხვაური, მელექედური, ვაკიჯვარი.