VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს გაზაფხულის პირველი თვის განმავლობაში მოულოდნელ წარმატებასა და იღბალს ჰპირდება.
2025 წლის მარტის ძირითადი ნაწილი პლანეტა ნეპტუნისა და იუპიტერის გავლენის ქვეშ იქნება. როგორც ასტროლოგები ამბობენ, გაზაფხულის დასაწყისი ბევრს ახალ შესაძლებლობას მოგვცემს და ეს პერიოდი ყველასთვის გამორჩეული იქნება. პლანეტა ნეპტუნი და იუპიტერი თევზებს მართავენ. შესაბამისად, თევზებისთვის როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვანი სიახლეებია მოსალოდნელი.
მარტის თვის მთავარი ფავორიტები თევზების ნიშნის წარმომადგენლები არიან. ახლა გაქვთ შანსი, ყველა ის გეგმა, მიზანი, რომლებიც აქამდე რთულად გეჩვენებოდათ, მარტივად შეასრულოთ, ოცნებები აისრულოთ და საინტერესო თავგადასავლებისათვის მოემზადოთ. ყველაფერი, რასაც წამოიწყებთ, ძალიან წარმატებული იქნება და დაწინაურების შესაძლებლობა გექნებათ.
ეს პერიოდი განსაკუთრებით წარმატებული კუროს ნიშნის წარმომადგენლებისთვისაც იქნება. მათი მოთმინება და გამძლეობა საბოლოოდ გამოიღებს ნაყოფს: ფინანსური სტაბილურობა, კარიერული ზრდა და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება რეალობად იქცევა. იუპიტერი კუროს ნიშნის წარმომადგენლებისათვის შემოსავლის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების გახსნას უზრუნველყოფს. მარტში გელით სასიამოვნო სიურპრიზები, მოულოდნელი შეთავაზებები და საბედისწერო შეხვედრებიც კი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის....ვრცლად