გასაღებები, მაკრატელი და დანა - ინდოეთში ქირურგმა პაციენტის მუცლიდან უჩვეულო ნივთები ამოიღო

ოპერაცია

ინდოეთში ქირურგმა პაციენტის მუცლიდან გასაღებები, მაკრატელი და დანა ამოიღო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

გამოცემის ინფორმაციით პაციენტი 20 წლამდე მამაკაცია - მისი ვინაობა ანონიმურია. 

როგორც „ნიუ-იორკ პოსტი" წერს, პაციენტის დედამ შეამჩნია, რომ დროთა განმავლობაში სახლიდან ნივთები ქრებოდა, ამიტომ შვილს ჰკითხა მან ხომ არ იცოდა რამე ამის შესახებ.  შვილმა კი უპასუხა რომ ისინი თავად გადაყლაპა. 

ქირურგიული ჩარევის შემდეგ, პაციენტის მუცლიდან ექიმმა გასაღებები, მაკრატელი და დანა ამოიღო. 

სამედიცინო სფეროს ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პაციენტს, შესაძლოა, იშვიათი დაავადება პიკა ჰქონდეს, რომელსაც უვარგისი ნივთიერებების ჭამა ახასიათებს.