აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იქამდე, ვიდრე გაიმარჯვებს - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა

აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„აშკარაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.