1728456679
ფრანცია ჯეიმსმა დვალიშვილის მოგებაზე 10 000 დოლარი განათავსა - რა რაოდენობის თანხა მოიგო ქალმა
ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა, ლას-ვეგასში, სუპერმსუბუქი წონის კატეგორიაში, საჩემპიონო ბრძოლა გამართა და მეტოქე შონ ომალი დაამარცხა.
33 წლის ქართველი მებრძოლი ქამრისთვის ბრძოლამდე 10- მატჩიანი მოგებათა სერიით მივიდა. მან UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
ბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, ფრანცია ჯეიმსმა ქართველი მანქანის მოგებაზე ფსონის სახით 10 000 დოლარი განათავსა, რისი ამსახველი ფოტოც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
გამარჯვების შემთხვევაში, ფრანცია 21 000 დოლარს მიიღებს.