Jackson 5-ის წევრი ტიტო ჯექსონი გარდაიცვალა

Jackson 5-ის წევრი ტიტო ჯექსონი გარდაიცვალა

ამერიკელი მუსიკოსი ლეგენდარული Jackson 5-ის წევრი, მაიკლ და ჯანეტ ჯექსონების ძმა ტიტო ჯექსონის გარდაიცვალა.

როგორც BBC წერს, ის 70 წლის იყო. მუსიკოსის გარდაცვალების მიზეზი არ კონკრეტდება, თუმცა ცნობილია, რომ ის მიუნხენში იმყოფებოდა, სადაც ჯგუფის კონცერტი უნდა გამართულიყო. ჯექსონის გარდაცვალება მისმა ვაჟებმაც დაადასტურეს.

ტიტო Jackson 5-ში თავის ძმებთან - ჯეკისთან, ჯერმეინთან, მარლონთან და 2009 წელს გარდაცვლილ მაიკლთან ერთად მღეროდა. ჯგუფის ცნობილი ჰიტებია: ABC, The Love You Save, I Want You Back.