1736856330
მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა - ტრაგედია ხობში, რომელსაც ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ.პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.