წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ავარია წალენჯიხა

წალენჯიხაში, სოფელ საჩინოს შესასვლელში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, 60 წლის ქალს ავტომობილი დაეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ავარიის ადგილზე გარდაიცვალა.ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.