როგორი იქნება 2025 წლის ზაფხული - მეცნიერებმა პროგნოზი გააკეთეს
1739308550
აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა იაპონიაში გამგზავრებამდე სამხეთ კორეის დედაქალაქ სეულიდან ჩრდილოეთ კორეის კიმ ჩენ ინს მარტივი გზავნილით მიმართა: „გამარჯობა... წერტილი“.
ბაიდენმა თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეის ახალი ბალისტიკური რაკეტების სატესტო ცდები „არ აშფოთებს“, ვინაიდან აშშ ჩრდილოეთ კორეის ნებისმიერი ნაბიჯისთვის მზად არის.
„ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რასაც ჩრდილოეთ კორეა გააკეთებს“, - განაცხადა ბაიდენმა.
21 მაისს ჯო ბაიდენი და მისი სამხრეთ კორეელი კოლეგა, პრეზიდენტი იუნ სუკ იოლი აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და აქტიური სამხედრო წვრთნების წარმართვაზე შეთანხმდნენ. ასევე, საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეისთვის საპასუხოდ, ქვეყნებმა რეგიონში ამერიკული ბირთვული იარაღის შესაძლო განთავსების საკითხზე ისაუბრეს.