დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
უკრაინის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა ზაფხულის ბოლომდე გაახანგრძლივა. გადაწყვეტილებას მხარი 320 დეპუტატმა დაუჭირა. დღესვე უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საყოველთაო მობილიზაციის 23 აგვისტომდე გახანგრძლივებას.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის რადას სხდომა საჰაერო თავდასხმის შესახებ სიგნალის გამო დროებით შეწყდა და დეპუტატები თავშესაფარში გადავიდნენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკრაინის პარლამენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხს განიხილავდა. მანამდე დღესვე რადაში სიტყვით გამოვიდნენ პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები.
საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი განგაშის სიგნალი უკრაინის ტერიტორიის დიდ ნაწილში იყო გამოცხადებული.