„გაღიმება არ შემიძლია.." - რას ჰყვება ახალ ზელანდიელი ქალი, რომელსაც უიშვიათესი დაავადება აქვს

ტაილა

 ახალ ზელანდიელ ტაილა კლემენტს გაღიმება არ შეუძლია. ამის მიზეზი ისაა, რომ ტაილას უიშვიათესი დაავადება - მებიუსის სინდრომი აქვს. ინფორმაციას ამის შესახებ Mirror ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მებიუსის სინდრომი თანდაყოლილი ანომალია, რომელიც მიმიკის არარსებობით ხასიათდება.  ამ დაავადების მქონე ადამიანებს არ შეუძლია სხვადასხვა ემოციის გამოხატვა.

ტაილას მებიუსის სინდრომის დიაგნოზი 8 წლის ასაკში დაუსვეს.

„ამის გამო ბულინგის მსხვერპლი ხშირად გავმხდარვარ. დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ საკუთარ თავში რწმენა მეპოვა და ჩემი თავი ისეთი მიმეღო როგორიც ვარ",- ამბობს ტაილა.