პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის უკანონო ე.წ. რეფერენდუმებს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში არსებულ რეგიონებში და მოითხოვს, გააუქმოს მისი ანექსიის დეკლარაცია.
რეზოლუციის მომხრე 143 ქვეყანა იყო, წინააღმდეგი 5 (რუსეთი, ბელარუსი, ნიკარაგუა, სირია და ჩრდ. კორეა); 35-მა კი თავი შეიკავა.
რეზოლუციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და მხარდამჭერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა.
'მადლობა 143 სახელმწიფოს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გაეროს გენერალური ასამბლეის ისტორიულ რეზოლუციას „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა: გაეროს წესდების პრინციპების დაცვა“. მსოფლიომ თქვა - რუსეთის ფედერაციის ანექსიის მცდელობა უსარგებლოა და არასოდეს იქნება აღიარებული თავისუფალი ქვეყნების მიერ“, - დაწერა მან twitter-ზე.
Grateful to 143 states that supported historic #UNGA resolution "Territorial integrity of Ukraine: defending the principles of the UN Charter". The world had its say - RF’s attempt at annexation is worthless & will never be recognized by free nations. 🇺🇦 will return all its lands pic.twitter.com/FupYPfZz8M
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) October 12, 2022