პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა და ის, რასაც რუსეთი აკეთებს ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახეა.
"რუსეთმა დღე მასიური ტერორით დაიწყო. კიევის ცენტრში არიან დაღუპულები და დაშავებულები - მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც დილით თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებული. დნიპრო, ზაპოროჟიე, ლვივი, ხმელნიცკი - რუსების სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობაა. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს ნამდვილი სახე," - თქვა უკრაინის პირველმა ლედიმ.
ცნობისთვის, ორშაბათს, 10 ოქტომბერს, დილით, რუსმა დამპყრობლებმა მასიური თავდასხმა მოაწყვეს უკრაინის ქალაქებზე. თავდასხმის ქვეშ მოექცა კიევიც.
აფეთქებები იყო დნეპრში, იტომირისში, ხმელნიცკის რაიონში. ასევე ლვოვსა და ივანო-ფრანკოვსკში.
ბოლო ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია 8 ადამიანი. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 83 რაკეტა გაისროლა, საიდანაც უკრაინამ დაახლოებით 43 გაანეიტრალა.
უკრაინაში მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ დარჩნენ თავშესაფრებში და არ გამოვიდნენ გარეთ.
5 ნიშანი იმისა, რომ ანგელოზი გმფარველობთ
1732355944