რა იყო გეგა კობახიძის უკანასკნელი სიტყვები - „ერთი სართულით ზევით პატიმარი ქალები ტირილით მღეროდნენ“
1741070544
აშშ აჩერებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის, ვიდრე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ გადაწყვეტს, რომ უკრაინა კეთილსინდისიერი სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი ერთგულებას ავლენს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ეს არ არის დახმარების მუდმივი შეწყვეტა, არამედ დროებითი შეჩერებაა. შესაბამისი განკარგულებები უკვე გაიგზავნა“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
ამ ნაბიჯის მიზეზად დასახელდა უკრაინის პრეზიდენტის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქცევა, რაც აშშ-ის ადმინისტრაციაში შეშფოთებას იწვევს.