VIDEO: რა ხდება ამ წუთებში მტკვართან, სადაც რამდენიმე საპატრულო და სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული
1741080571
სენატორი ჯინ შაჰინი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებას ეხმაურება და ამას მოკავშირის წინააღმდეგ შურისძიების აქტად აფასებს.
ჯინ შაჰინის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ საშიშიც, რადგან ის პუტინს აგრესიის ესკალაციისთვის უღებს კარს.
„ეს შურისძიება ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც თავისუფლებასა და დემოკრატიას იცავს ფრონტზე, არა მხოლოდ სამარცხვინოა, არამედ საშიშია. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარი პუტინს უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობრივი აგრესიის ესკალაციისთვის. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება. ამას რომ დავამატოთ, სრულიად ნათელია, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა არაფერი მიიღო პუტინის ასე გულუხვად დახმარების სანაცვლოდ. მოვუწოდებ ადმინისტრაციას, შეცვალოს კურსი და ახსოვდეს, რომ ამერიკის ღირებულებები დაკავშირებულია თავისუფალ მსოფლიოსთან და არა ავტოკრატებთან და მკვლელ დიქტატორებთან“, – ნათქვამია ჯინ შაჰინის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარება შეაჩერა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერმა“ თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა. სააგენტოს ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა მასთან ანონიმურად ისაუბრა.