1728312638
Forbes Ukraine: 2 იანვარს უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმა რუსეთს დაახლოებით 620 მილიონი დოლარი დაუჯდა
2 იანვარს უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო თავდასხმა რუსეთს დაახლოებით 620 მილიონი დოლარი დაუჯდა. აღნიშნულ მონაცემებს უკრაინული გამოცემა Forbes Ukraine ავრცელებს.
გამოცემა Forbes Ukraine აღნიშნულ მონაცემებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2 იანვარს რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ სხვადასხვა ტიპის 99 რაკეტა გამოიყენეს.
Forbes Ukraine-ის გაანგარიშებით, წინა მასიური თავდასხმა, რომელიც რუსეთმა 2023 წლის 29 დეკემბერს განახორციელა, ოკუპანტ ქვეყანას, სულ მცირე, 700-750 მილიონი დოლარი დაუჯდა.
რუსეთის თავდასხმების ღირებულების გამოსათვლელად ჟურნალისტებმა გამოიყენეს შემდეგი შეფასებები: Х-101 რაკეტის ღირებულება - 13 მილიონი დოლარი, "კალიბრი" - 6.5 მილიონი დოლარი, "ისკანდერი" - 3 მილიონი დოლარი, "ონიქსი" - 1.25 მილიონი დოლარი, Х-22 - 1 მილიონი დოლარი, X- 55 - 2 მილიონი დოლარი, X-555 - 4 მილიონი დოლარი, X-47 "კინჟალი" - 15 მილიონი დოლარი, Shahed-136 ტიპის დრონი - 50 ათასი დოლარი.
2 იანვარს უკრაინაზე რუსეთის მასიურ სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 5 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 119 - დაშავდა.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888