რა ხდება იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ
1741854651
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მხარი დაუჭირა აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის დროებით შეწყვეტას და მოუწოდა რუსეთს დათანხმდეს ამ წინადადებას. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ერდოღანის აზრით, 11 მარტს უკრაინის მიერ საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე თანხმობის გაცემა არის დადებითი მოვლენა.
„ახლა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთი კონსტრუქციულ რეაქციას გამოხატავს ამ ნაბიჯზე“, - თქვა თურქეთის ლიდერმა.
ერდოღანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა კიევის და მოსკოვის პოტენციური მოლაპარაკებებში შუამავლობის შესახებ, რათა „სამართლიანი და ძლიერი მშვიდობის დამყარებაში“ საკუთარი წვლილი შეიტანოს.
რა ხდება იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ
1741854651