ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა

გლოვა

მსახიობი მზია (ღუღუნი) კანდელაკი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მას ნათამაშები აქვს სხვადასხვა ფილმში: განგაში (1968) (ფოთოლა); ქვევრი (1970) - (გოგიას ქალიშვილი); მზე შემოდგომისა (1973) (ანჟელიკა).

„ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა - ძალიან დამწყვიტე გული, საოცრად თბილო, ყურადღებიანო, სიცოცხლის მოყვარულო და ხალისიანო ადამიანო. შენთან ურთიერთობისას სრულიად ვერ ვგრძნობდი ასაკობრივ სხვაობას, რადგან - სულით ახალგაზრდა იყავი. ახლაც, ამ სტრიქონებს რომ ვწერ, შენი ღუღუნა ხმა ჩამესმის - ხმის ტემბრიც სწორედ რომ ღუღუნა გქონდა.

ღმერთმა აცხონოს შენი სული, უფალმა დაგიმკვდიროს მარადიული სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ“, - წერს გარდაცვლილის ახლობელი.

გთავაზობთ, მსახიობის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს↓