„საუკუნის ძარცვა“ ქართულად - 132 ოქროს ზოდის მოპარვის საქმე 15 წლის შემდეგ გაიხსნა
1741849662
ბუდაპეშტში ვიზიტის ფარგლებში, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე უნგრეთის მმართველი პარტიის (Fidesz) ცენტრალურ ოფისს ეწვია.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის (Fidelitas) პრეზიდენტ იშტვან მოჰაჩისთან.
შეხვედრას ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი დორა ჰიდაში და პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის მოადგილე ზოლტან ლუკაჩი დაესწრნენ.
მხარეებმა ქართული ოცნებისა და ფიდესის ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი პროექტები განიხილეს.
გიორგი ჩაკვეტაძემ ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.