ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა

ლუკაშენკო

რუსული მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ოფიციალური სტატუსიდან გამომდინარე, ლუკაშენკოს მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში ცერემონიით დახვდნენ.

ლუკაშენკო დღის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტს შეხვდება.

მოლაპარაკებების დროს რუსეთისა და ბელორუსიის პრეზიდენტები ორ ქვეყანას შორის ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის შემდგომი განვითარების ძირითად საკითხებს განიხილავენ, ასევე საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში არსებულ თემებსაც.

ეს ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელორუსის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ პირველი საგარეო ვიზიტია.