ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, ლიბანთან ესკალაცია თავიდან აიცილოს

emanuel makroni

ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, თავიდან აიცილოს ესკალაცია, განსაკუთრებით ლიბანში.

საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციის მიხედვით, საკითხზე მაკრონი, ისრაელის ომის კაბინეტის მინისტრს, ტელეფონით ესაუბრა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განმარტებით, ეს გზავნილი ომში პირდაპირ თუ ირიბად ჩართულ ყველა მხარემ უნდა გაითვალისწინოს.

2 იანვარს, ბეირუთის გარეუბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერია ლიკვიდირებული. ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლაში“ კი განაცხადეს, რომ ეს უპასუხოდ არ დარჩება. გაეროში მიიჩნევენ, რომ განვითარებული მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია.