ემანუელ მაკრონი: „ჰამასი“ აღარ უნდა მონაწილეობდეს ღაზის მართვაში, ეს დაჯგუფება აღარ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასი“ აღარ უნდა მონაწილეობდეს ღაზის მართვაში და ეს დაჯგუფება აღარ უნდა წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

აღნიშნულის შესახებ მაკრონმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში ვიზიტის დროს განაცხადა.

მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი „სრული მხარდაჭერა ღაზის რეკონსტრუქციის გეგმისადმი“, რომელიც არაბული ლიგის მიერაა დამტკიცებული.

ემანუელ მაკრონის თქმით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ნებისმიერ გადაადგილებას ან ანექსიას.

„ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა და სერიოზული საფრთხე მთელი რეგიონის, მათ შორის ისრაელის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა მაკრონმა.