ეგვიპტე ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

ეგვიპტე ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება

ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

საგარეო უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეგვიპტე „ხაზს უსვამს, რომ ეს ნაბიჯი რეგიონში დეესკალაციის ფაზის დაწყებას შეუწყობს ხელს“.

გარდა ამისა, როგორც ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, „ეს შეთანხმება ღაზის სექტორში ისრაელის აგრესიის შეწყვეტის წინაპირობად უნდა იქცეს“.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 4 საათიდან ამოქმედდება.