დონალდ ტრამპი - მსურს მინერალების შეძენა რუსეთის მიწაზეც, თუ შევძლებთ, მათაც აქვთ კარგი იშვიათი მიწის ელემენტები, თუ ჩვენ ვიყიდით, დიდებული იქნება რუსეთისთვისაც

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას სურს მინერალების შეძენა რუსეთის ტერიტორიიდანაც, განსაკუთრებით იშვიათი მიწის ელემენტების, ასევე ნავთობისა და გაზის.

ტრამპის თქმით, „ეს დიდებული იქნება რუსეთისთვისაც“.

„მსურს მინერალების შეძენა რუსეთის მიწაზეც, თუ შევძლებთ. მათაც აქვთ ძალიან კარგი იშვიათი მიწის ელემენტები. ორივეს აქვს. ასევე ნავთობი და გაზი. ეს დიდი რამ არის. თუ ჩვენ ვიყიდით, ეს დიდებული იქნება რუსეთისთვისაც, რადგან ჩვენ შეგვიძლია, იქ გარიგებები გავაფორმოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.