1740477955
დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მზად არიან, უკრაინაში ზავის გარანტიისთვის ჯარები გაგზავნონ - საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი

დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მზად არიან, გაგზავნონ ჯარები უკრაინაში ზავის გარანტიისთვის, – ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ერიკ ლომბარდმა „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საფრანგეთს მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ყველა მხარეს სურს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა.
„ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ვაშინგტონში განვიხილეთ. მე მჯერა, რომ ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს. ჩვენ წინ წავიწიეთ, რადგან მეჩვენება, რომ ტრამპთან საერთო ენა ვიპოვეთ. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ გვინდა, რომ ეს გარანტირებული იყოს ევროპის ქვეყნების მხრიდან შეერთებული შტატების მხარდაჭერით. რა თქმა უნდა, გრძელი გზაა, რადგან ეს უნდა განიხილონ ზელენსკიმ და პუტინმა, მაგრამ ევროპასა და ამერიკას შეუძლია დაეხმაროს. არსებობს თანხმობა, რომ უკრაინაში ევროპული ჯარები საჭიროა ზავის გარანტირებისთვის. დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი უკვე მზად არიან ამის გასაკეთებლად. ევროკავშირის სხვა ქვეყნები ასევე შეუწყობენ ხელს. ჯარები ჩავლენ ზავის შემდეგ, რათა უზრუნველყონ მისი დაცვა“, – განაცხადა ერიკ ლომბარდმა.