1740989750
"დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იმუშავებს უკრაინასთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმებაზე და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ გეგმას ამერიკის შეერთებულ შტატებთან" - ბრიტანეთის პრემიერი

გაერთიანებულ სამეფოში ევროპელი ლიდერების სამიტი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მედიისთვის კომენტარი გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა.
"არ განვიხილავ ამერიკას არასანდო მოკავშირედ, არ არსებობს ორი ქვეყანა ისე მჭიდროდ დაკავშირებული, როგორც ჩვენ ორი," - აღნიშნა კირ სტარმერმა.
ასევე, განმარტა, რას გულისხმობს დახმარების ახალი პაკეტი.
"ამ დღეებში გამართულმა დისკუსიებმა აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იმუშავებს უკრაინასთან ერთად, სამშვიდობო შეთანხმებაზე და ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ამ გეგმას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ერთობლივად მივაღწიოთ მშვიდობას, რაც ბუნებრივია, ყველასთვის კარგი იქნება. გუშინ ჩვენ მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს სესხს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიმართულებით. სესხის დაფარვა მოხდება გაყინული რუსული აქტივებიდან. დღეს მე ვაცხადებ დამატებით ახალი გარიგების შესახებ 1/5 მილიარდი ფუნტის მოცულობით, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას შეიძინოს თავდაცვისთვის საჭირო რაკეტები," - განაცხადა კირ სტარმერმა.