უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ursula fon der laini

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განმარტებით, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ მათ უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები სჭირდებათ, რაც გულისხმობს იმას, რომ უკრაინა ძლიერ პოზიციაში უნდა ჩააყენონ.

ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროპის ხელახალი შეიარაღება უნდა მოხდეს, რისთვისაც 6 მარტს ის ლიდერებთან ყოვლისმომცველ გეგმას წარადგენს.

"ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი. განვიხილეთ ყველაფერი, რაც უკავშირდება მშვიდობას სიძლიერის მეშვეობით. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიები უაღრესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, მაგრამ ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები. ეს გულისხმობს, რომ უკრაინა უნდა ჩავაყენოთ ძლიერ პოზიციაში, რომ მას ჰქონდეს საშუალება, განამტკიცოს და დაიცვას თავი, ეკონომიკური გადარჩენიდან სამხედრო გამძლეობამდე. მეორე ელემენტი, რომელიც მე შემოვიტანე განსახილველად, არის ის, რომ ჩვენ სასწრაფოდ უნდა მოვახდინოთ ევროპის ხელახალი შეიარაღება. ამისთვის მე 6 მარტს ლიდერებთან წარვადგენ ყოვლისმომცველ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს ევროპის ხელახალი შეიარაღება. ერთი რამ ძალიან ცხადია, ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი ზრდა თავდაცვაში და ჩვენ მართლაც უნდა გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.