დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, უფლებებს და თავისუფლებებს - ბაიდენი

ბაიდენი

დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ჩვენს დემოკრატიას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მოსახლეობისთვის გამოსამშვიდობებელი მიმართვისას განაცხადა.

როგორც ბაიდენმა აღნიშნა, სურს, გააფრთხილოს ამერიკის მოსახლეობა ოლიგარქიის განვითარების შესახებ და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ზედმეტად მდიდარი ადამიანების მიმართ იგივე მოლოდინების არსებობა, რაც მუშათა და საშუალო კლასის მოქალაქეების მიმართ არის.

„მსურს, გავაფრთხილო ქვეყანა ზოგიერთი რამის შესახებ, რაც დიდ შეშფოთებას იწვევს ჩემში. ეს არის ძალაუფლების საშიში კონცენტრაცია ძალიან მცირე რაოდენობის უკიდურესად მდიდარი ადამიანების ხელში. დღეს ამერიკაში ყალიბდება უსაზღვრო სიმდიდრის, ძალაუფლებისა და გავლენის ოლიგარქია, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, ჩვენს ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს და ყველასთვის წინსვლის სამართლიან შანსს“, – განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა მოსახლეობა ღრმა შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ, რაც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული.