მძიმე ავარია მარნეული-თბილისის მაგისტრალზე - არის მსხვერპლი
1738738190
"თბილისი მოლთან" გამართულ აქციაზე დაკავებულებისთვის ბრალდების შეცვლას ეხმიანებიან პოლიტიკოსები. მომხდარს ოპოზიცია სადამსჯელო ექსპედიციად მოიხსენიებს.
პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანები იმის გამო ისჯებიან, რომ ისინი ეროვნულ საპროტესტო მოძრაობაში იყვნენ აქტიურად ჩართულები.
"ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები. მათი დასჯა მიმდინარეობს იმის გამო, რომ ისინი ეროვნულ საპროტესტო მოძრაობაში იყვნენ აქტიურად ჩართულები. მათ შორის, ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავა. მათ შორის სხვა პარტიის წევრები, ან უბრალო მოქალაქეები არიან, რომლებიც აპროტესტებდნენ ივანიშვილის რეჟიმს. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი სადამსჯელო ექსპედიცია, თუმცა ვისი აჯობებს, ამას ვნახავთ. ვერანაირი რეპრესიით ქართველი ხალხის ეროვნულ მოძრაობას ვერ გატეხავს ივანიშვილი", - აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
ცნობისთვის, სულ სამართალდამცველებმა 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე აქციის დროს 31 პირი აიყვანეს, რამდენიმე მათგანი ხელწერილით მალევე გათავისუფლდა. გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით დაკავებულ 8 ადამიანს ბრალდება შეეცვალა და გამოძიება მათ ამჯერად სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.