1732386875
დავივიწყეთ 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსეთის ძალები საქართველოში შეიჭრნენ? - სენატორი ჯერარდ კროუელი
ნუთუ დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა? - ასე ეხმაურება ირლანდიელი სენატორი ჯერარდ კროგუელი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით.
„მოხარული ვარ, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღეს. თუმცა, რატომ არ მიიღეს საქართველო, ეს საიდუმლოდ რჩება. ნუთუ დაგვავიწყდა 2008 წლის 8 აგვისტო, როცა რუსული ჯარი საქართველოში შეიჭრა? ჩვენ, ევროკავშირმა, მაშინ ისინი მივატოვეთ, მაგრამ რატომ ახლა?“ - წერს სენატორი.
I was delighted to see #Ukraine️ & #Muldova qualified for #EU candidacy. However why #Georgia was not admitted is a mistery. Have we forgotten August 8, 2008, when Russian forces began the invasion of Georgia. We in EU deserted them then why now? @GeorgiaToday_GT @ZurabashviliGe
— Senator G Craughwell (@GCraughwell) June 18, 2022