წყალი დილამდე შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

წყალი შეწყდება

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

წყნეთი, ვაშლის ბაღების N 22-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/4/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვაშლის ბაღების ქუჩას.

დიდუბე, დავით აღმაშენებლის გამზირი N 185-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 11/4/2026 05:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: გამზირის N175- 197(კენტები), ლებანიძის(ბორჯომის) ქუჩას.

საბურთალო, ვიქტორ დოლიძის ქ. N 46-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 11/4/2026 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ვიქტორ დოლიძის ქ. N 46, გუდვილს. 

მთაწმინდის რაიონში, ა.ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 11/4/2026 10:00 დან 11/5/2026 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ალ.ჭავჭავაძის, ძმები ზუბალაშვილების, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ზურაბ ჟვანიას, თედო ჟორდანიას, ლესია უკრაინკას, არსენა ოძელაშვილის, რუსთაველის გამზ. N 20, 22, ტარას შევჩენკოს და ზაალ ქიქოძის ქუჩებს. 

✕