პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დაიღვარა ძალიან ბევრი სისხლი, თავი დავანებოთ ისტორიულ წარსულს, ბოლო 30 წელიც საკმარისია, 2008 წელი შეგვიძლია გავიხსენოთ, არ ვიცი, ამ თარიღის სიშორის თუ რის გამო, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მიზეზი, რომ გეოპოლიტიკურ ჭრილში, დღევანდელი საფრთხეებიდან გამომდინარე, ერთ თანრიგში ჩაეყენებინათ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროდ მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია არ მოჰყოლია იმ მოვლენებს, რომელსაც საქართველოში რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი.
„ეს იყო ბრძოლა და ომი რუსეთის ფედერაციასთან, არ ვიცი მასშტაბის თუ იმ დროს არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციის თუ რის გამო, მსოფლიოს მხრიდან იგივე რეაქცია, რაც დღეს უკრაინაში არსებული ომის პირობებში არსებობს, ამას სამწუხაროდ არ მოყოლია. ეს ჩემი სიტყვები არ არის, რომ დასავლეთის სწორედ ასეთმა პასიურმა პოლიტიკამ გამოიწვია შემდგომ უკვე ის, რაც მოხდა“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ქვეყანას, რაც შეეხება სტატუსს, ტრიოს სამივე ქვეყანას დაუწესდა შესაბამისი ვალდებულებები და რეკომენდაციები და ევროკავშირის მხრიდან სავსებით ლოგიკური და ახსნადი შემდეგი ნაბიჯი - წამახალისებელი ფუნქცია სწორედ იმ დამაჩქარებელი მოვლენების გამო არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს დღეს ევროპაში, მიენიჭა უკრაინას, რომელიც საშინელ ომშია გახვეული და იბრძვის დღეს რუსეთს წინააღმდეგ და მოლდოვა, რომელიც ეკონომიკურად დაზარალდა და პლიუს ამას, მასთან არის ძალიან დიდი რაოდენობა უკრაინელი ლტოლვილების. მათ უთხრეს - დღესვე სტატუსი და ამავდროულად შეასრულე ყველა ეს ვალდებულება, საქართველოს უთხრეს - შეასრულე ვალდებულება და გექნება სტატუსი. ამ ალგორითმს გააჩნია თავისი ახსნა, რომელიც მეტნაკლებად ყველაზე უფრო კარგად გადმოგვცა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მაკრონიმ თქვა, რომ საქართველო გეოგრაფიულად და გეოპოლიტიკურად იმყოფება სხვაგან“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.