ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1793653419
მიმდინარე წლის ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრების მიერ სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის შემოტანის 49 ფაქტი აღიკვეთა.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ შემოტანილი დეკლარირებას დაქვემდებარებული თანხის საერთო ოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, 3 797 579 ლარი შეადგინა.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში - 328 428 ლარი შეეფარდათ.
ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.