1731445216
საერთაშორისო კვლევების მიხედვით, იუსტიციის რეფორმის, კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და სხვა მიმართულებით, საქართველოს მოლდოვასა და უკრაინაზე უკეთესი შედეგები აქვს - ნახეთ სტატისტიკა
ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი მიენიჭა ევროპული პერსპექტივა.
„ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეაფასოს, როგორ ასრულებს პირობებს, ვიდრე მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა.
აღნიშნული განცხადების ფონზე, ვნახოთ რომელ ადგილებს იკავებენ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები მსოფლიოში სხვადასხვა ინდექსის გათვალისწინებით.
1. იუსტიციის რეფორმა: მსოფლიო სამართლიანობის პროექტის (World Justice Project) მონაცემებით: საქართველო - 49-ე ადგილი 139-დან, უკრაინა - 74-ე, მოლდოვა - 73:
2. კორუფცია: საერთაშორისო გამჭვირვალობის (Transparency International) მიერ გაზომილი კორუფციის აღქმის ინდექსი 2021: საქართველო - 45-ე ადგილი, უკრაინა - 122-ე, მოლდოვა: 105-ე.
3. ორგანიზებული დანაშაული: მსოფლიოს კრიმინალური ინდექსის მიხედვით: საქართველოს აქვს 23,38 ქულა, უკრაინას - 47,42, მოლდოვას - 46,35 (ყველაზე მაღალი კრიმინალობაა ვენესუელაში - 83,76).
4. სიტყვის თავისუფლება 2021 (რეპორტიორები საზღვრების გარეშე Reporters Without Borders) საქართველო მე-60 ადგილი, უკრაინა - 97-ე, მოლდოვა - 89-ე.
5. პრესის თავისუფლება (მსოფლიო ბანკი World Bank): საქართველო - 28,64; უკრაინა - 32,9; მოლდოვა: 31,61; (საუკეთესო მსოფლიოში არის ფინეთი - 6,99).