ვრცელდება „ამერიკელი ნოსტრადამუსის“ წინასწარმეტყველება 2028 წლისთვის
1793648400
ქუთაისში, მაშველებმა მდინარე რიონიდან 2 ახალგაზრდა კაცის ცხედარი ამოასვენეს. ნაპოვნი და მდინარიდან ამოტანილია ავტომობილიც. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, მწვანეყვავილას დასახლებაში მოხდა. ავტომობილი, რომელშიც ორი ახალგაზრდა იმყოფებოდა, მდინარეში გადავარდა. ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ მყვინთავები, სამაშველო სამსახურის, სასწრაფოსა და პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ფოტო: „ინფო იმერეთი“