თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბარამიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბარამიძის წინასასამართლო პროცესი გაიმართა. ბრალდებული კვლავ პატიმრობაში რჩება.

დღეს მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს, ასევე აღკვეთის ღონისძიება გადასინჯეს.

გიორგი ბარამიძე 2026 წლის 11 სექტემბერს დააკავეს. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება" (2026 წლის ივლისში) გაკეთებული განცხადება, სადაც გიორგი ბარამიძემ ისაუბრა 1992-1993 წლების აფხაზეთის კონფლიქტის დროს ტყვეების შესაძლო დახვრეტაზე.

გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის (საქართველოს სავარაუდო ინტერესების დაზიანება) ედება ბრალად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლები). რაც სასჯელად 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

✕