დამწუხრებული დედა ქალიშვილის ცხედარს ლონდონის სავაჭრო ცენტრში ასეირნებდა

ამბავი

მწუხარე დედა თავისი ქალიშვილის საკმაოდ გახრწნილ ცხედარს ლონდონის სავაჭრო ცენტრში დაატარებდა, რადგან მასთან განშორება უჭირდა.

77 წლის ჯოან კეტლინ ტურნელი ქალიშვილის, ტრეისის ცხედარი მათ საერთო ბინაში 14 თვის განმავლობაში ინახავდა, სანამ საშინელი აღმოჩენა მოხდებოდა.

საბინაო ასოციაციის მუშაკებმა კარზე დაუკაკუნეს 2023 წლის 7 ნოემბერს, მეზობლების პრეტენზიების შემდეგ, "საშინელი სუნისა" და ბუზების შემოტევის გამო.
მაგრამ მისის ტურნელმა უარი თქვა მათ შეშვებაზე და სამაგიეროდ, ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ტრეისი ცოცხალი იყო. ქალიშვილის სხეული წითელ ხალათში გამოაწყო და სასეირნოდ წაიყვანა ინვალიდის ეტლით.

ოფიცრებმა გადაწყვიტეს გაჰყოლოდნენ მას და პოლიცია გამოიძახეს, როცა „უსიამოვნო სუნი“ იგრძნეს.

ქალბატონი ტურნელი გააჩერეს Peacocks-ის ტანსაცმლის მაღაზიის წინ უოლტჰამსტოში და შემდეგ ინვალიდის ეტლით გადაიყვანეს იზოლირებულ ავტოსადგომზე.

სწორედ იქ ასწია პოლიციამ ქურთუკის კაპიუშონი და აღმოაჩინა ტრეისის დაშლილი სხეულის საშინელი ნაშთები. ის დაახლოებით 50 წლის იყო, როცა გარდაიცვალა.

როდესაც ქალბატონი ტურნელი მოათავსეს ფსიქიატრიულ კლინიკაში, მან ექიმებს ჰკითხა: „რატომ არ შეუძლიათ  მარტო დაგვტოვონ? ჩვენ კარგად ვართ და მე მასზე ვზრუნავ“.

ქალბატონმა ტურნელმა უარყო რაიმე მონაწილეობა მისი ქალიშვილის გარდაცვალებაში და თქვა: „არ ვიცი, რამ გამოიწვია ჩემი ქალიშვილის სიკვდილი“.

”მე არ გამოვიძახე სასწრაფო დახმარება, რადგან ვიცოდი, რომ მათ დახმარება არ შეეძლოთ. ტრეისის ჩემთან ვინახავდი, რადგან ვერ გავუძელი მასთან განშორებას. მე ის ძალიან მიყვარდა“.

ქალბატონ ტურნელს თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.

ქალბატონმა ტურნელმა თქვა, რომ მის ეტლზე მიჯაჭვულ ქალიშვილს ჰქონდა მოხრილი ხერხემალი, დაზიანებული მუხლი და დეფორმირებული ხელები, არ ჰყავდა მეგობრები და არასდროს ჰყოლია რომანტიკული პარტნიორი.

”მე არ მახსოვს ტრეისის გარდაცვალების ზუსტი თარიღი, მაგრამ მჯერა, რომ ეს იყო 2022 წლის სექტემბერში”, - თქვა დედამ განცხადებაში.

„მე და ტრეისიმ შუადღისას ვუყურეთ ფილმს. ფილმის დასრულების შემდეგ ვცადე მასთან დალაპარაკება, მაგრამ პასუხი არ იყო.

„სკამიდან ავდექი და ტრეისისკენ წავედი. თვალები უმოძრაო და გაფართოებული ჰქონდა.

2023 წლის ნოემბრისთვის სხეული იმდენად იყო დაშლილი, რომ ვერ დადგინდა სიკვდილის მიზეზი.