„დახსნა არ არსებობს...“ - რა ემართება ადამიანს, რომელსაც ვირის ტვინი აჭამეს
1706730401
შეერთებული შტატების დახმარება უკრაინისთვის ამ ეტაპზე შეჩერებულია. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ განაცხადა. მისი თქმით, ვაშინგტონში დახმარების პაკეტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
„დიახ, ჩვენ არ გავეცით დახმარების ბოლო ფინანსური პაკეტი უკვე არსებული მარაგიდან. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესმა დაფინანსების გაგრძელება დაამტკიცოს. სწორედ ამის შემდეგ შევძლებთ უკრაინის დახმარებას. კიევისთვის დახმარების გაწევა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც რუსეთის იერიშები მხოლოდ ძლიერდება. ისინი თავიანთი ბინძური აგრესიისთვის ჩრდილო კორეულ უპილოტოებს იყენებენ. ამიტომაც უკრაინის დახმარება აუცილებელია. მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.