დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვია... - მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა (კოლუმბია)

მეწყერი

კოლუმბიაში მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 33-მდე გაიზარდა. კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტმა, ფრანსია მარკესმა, განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის უმეტესობა ბავშვია.

ცნობისთვის, ტერიტორიაზე მეწყერი 13 იანვარს ჩამოწვა. ტერიტორიაზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ადამიანი მიწის მასის ქვეშაა მოყოლილი, თუმცა ძლიერი წვიმა სამუშაოებს აფერხებს.