CNN: თეთრმა სახლმა გააუქმა განკარგულება, რომლის მიხედვითაც აშშ ყველა ფედერალურ გრანტსა და სხვა სახელმწიფო დახმარებას 90 დღით აჩერებდა

tetri saxli

თეთრი სახლის საბიუჯეტო ოფისმა გააუქმა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, შეერთებული შტატები ყველა ფედერალურ გრანტსა და სხვა სახელმწიფო დახმარებას 90 დღით აჩერებდა. ინფორმაცია CNN-ი ავრცელებს.

თუმცა მოგვიანებით თეთრი სახლის წარმომადგენელმა, კაროლინ ლევიტმა განმარტა, უქმდება არა გადაწყვეტილება ფედერალური დაფინანსების გაყინვის შესახებ, არამედ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო მართვის მემორანდუმი, რომელმაც სამართლებრივი კუთხით გაურკვევლობა გამოიწვია, უცხოური დახმარებისა და ე.წ. „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის“ პროგრამების გაყინვის გადაწყვეტილება კი ძალაში რჩება.