1760793040
ჩინეთში Xiaomi-ს ელექტრომობილის მძღოლი ცოცხლად დაიწვა, რადგან კარები „ჭკვიანი“ სისტემით ჩაიკეტა

ჩინეთში Xiaomi-ს ელექტრომობილის მძღოლი ცოცხლად დაიწვა მას შემდეგ, რაც კარები „ჭკვიანი“ სისტემით ჩაიკეტა.
ჩინური მედიის ცნობით, ავტომობილი გზის გამყოფს შეეჯახა და მაშინვე ცეცხლი გაუჩნდა. კარები კი პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობის გამო ჩაიკეტა
თვითმხილველებმა კარის გატეხვა სცადეს, მაგრამ უშედეგოდ: SU7 ელექტრომობილის მძღოლი გარდაიცვალა
ინციდენტის შემდეგ Xiaomi-ს აქციები 7.8%-ით დაეცა