ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს

ჩინეთის თავდაცვის მინისტრის, დონ ჯუნის მიმართ კორუფციის ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს, ამის შესახებ „დოიჩე ველე“ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსზე“ დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ჩინეთის თავდაცვის მინისტრი გამოძიების ქვეშ ხვდება კორუფციული დარღვევების გამო.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, გამოძიება უფრო ფართო სამხედრო კორუფციის გამოძიების ნაწილია.

დონ ჯუნი თანამდებობაზე 2023 წლის დეკემბერში დაინიშნა, მანამდე კი სამხედრო-საზღვაო ძალების უფროსი იყო.

მისი წინამორბედი ლი შანგფუ თანამდებობიდან შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. გამოძიების ფარგლებში დადგენილია, რომ სამხედრო მაღალჩინოსნებმა დიდი რაოდენობის ქრთამი მიიღეს. მხოლოდ გასული წლის განმავლობაში თანამდებობიდან ცხრა გენერალი გაათავისუფლეს.