ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

აშშ-ჩინეთი

ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

„15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. ათპროცენტიანი ტარიფები კი დაწესდება სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე“, – ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 4 მარტიდან აშშ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ათპროცენტიან ტარიფებს აორმაგებს. ასევე, 20-პროცენტიანი ტარიფები დაწესდა კანადასა და მექსიკაზე.