მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი ავტომობილი იპოვეს
1741088901
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა" და "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში უნდა გადაიხედოს.
"ძლიერი საქართველოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ჯარიმები, რომელსაც მოქალაქეებს უწერენ არაკონსტიტუციურია და საერთაშორისო სამართლის ეწინააღმდეგება.
"ეს ჯარიმები არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას არღვევს, არამედ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამიტომ, ჩვენი გეგმა არის, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ყველა ამ ჯარიმის გაუქმება.
უფრო მეტიც - "ლელოს" და "ძლიერი საქართველოს" ამოცანა არის ის, რომ მთლიანად გაუქმდეს ის კოდექსი, რომელში ცვლილებების შეტანით არის დაკავებული "ქართული ოცნება".
მოქალაქეებს, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, იდავონ ამ ჯარიმების წინააღმდეგ ყველა ინსტანციაში", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ვენეციის კომისია აცხადებს, რომ კანონპროექტები ნაჩქარევად, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე მიიღეს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რატომ მოხდა ცვლილებების მიღება დაჩქარებულად, მათი განცხადებით, ეს განპირობებული იყო ქვეყანაში არსებული ვითარებით.